გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 07:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ჯიღაურა, ბიწმენდი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ვაჟა-ფშაველას, ლაშარის, 9 აპრილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, ნეძიხი, შარახევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 13:20-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, მიხეილ მესხის, ვახტანგ გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია