თინა ბოკუჩავა - ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ: გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრებს გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას რაზმაძის წინააღმდეგ - რატომ დაიმალეთ?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ გორის საკრებულოს წევრებს გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას მსვლელობა არ მიეცეს.

ბოკუჩავა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მოუწოდებს, დროულად შეუერთდით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

„მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ:

გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს. გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.

ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით.

მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.

თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“,- ნათქვამია თინა ბოკუჩავას განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა