მოქალაქეები გორის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

მოქალაქეები გორის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინტერვიუს აპროტესტებენ, რომელიც მან გამოცემა The New York Times-ს მისცა.

აქციის მონაწილეების შეფასებით, დავით რაზმაძის განცხადება არის მოღალატეობრივი და სამარცხვინო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ აქციაზე განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„დავით რაზმაძის განცხადება არის მორიგი სამარცხვინო და ნათელი დადასტურება, თუ როგორ ჰყიდიან სამშობლოს „გროშებზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარ სახელმწიფოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. რასაც ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოვნიკები ამბობენ, ერთი-ერთში იმეორებს დავით რაზმაძე“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - "როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times-ი წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია