ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ნაწილზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა - აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია