ანდრეი სიბიგა - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი 65 უკრაინელი სამშობლოში დააბრუნა - „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაბრუნებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობამ 109-ს მიაღწია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ბუფერული ზონიდან 65 მოქალაქის უკრაინაში დაბრუნება ორგანიზება გაუწია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისი თქმით, დაბრუნებულ უკრაინელებს შორის 10 ქალი და რვა მძიმედ დაავადებულია და ყველა მათგანი რუსეთის ქმედებებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალში“ იმყოფებოდა.

„უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ღონე იხმარეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნის პირობების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 21-22 აგვისტოს, ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა საქართველოდან მოლდოვას ტერიტორიის გავლით უკრაინელების კიდევ ერთი დიდი ჯგუფის წარმატებით დაბრუნება.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, წინა თვეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზება გაუწია 44 მოქალაქის დაბრუნებას. ამრიგად, „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაბრუნებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობამ 109-ს მიაღწია.

უკრაინული მედია წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოებთან, ჩართულ უკრაინულ უწყებებთან, ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, რომლებიც უკრაინაში რეპატრიაციის სურვილს გამოთქვამენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია