გიორგი ჭანტურია - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები აქციებსაც შეეხო - ამ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა კი, „ოცნების“ ტროლობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე გასცდა მედიებსა და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო - უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ „ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი კოორდინირებული შეტევა მათ წინააღმდეგ გაგრძელდება“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დღეებში „ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილებს, რომლის გავრცელებაშიც უკვე ღიად ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მაგალითად - პროპაგანდისტული - „იმედი“, თავის ცრუ სიუჟეტში ირწმუნება, რომ თითქოს ჩვენმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ ჩვენი გუნდი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ თავადვე უპასუხა ამ ტყუილს, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე.

ამის მიუხედავად „ნაც მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, პროპაგანდის ამავე სიუჟეტში იმეორებს იმედის ტყუილს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე გასცდა მედიებსა და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო.

ეს ქმედებები ემსახურება ადამიანების დაყოფას და ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას აძლიერებს.

„ოცნებამ“ უკვე დაიწყო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა, რისთვისაც ერთი მხრივ იყენებს ყველაფერს: დაშინებებს, მოსყიდვას, მეორე მხრივ - „ნაც მოძრაობის“ რადიკალიზმს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი კოორდინირებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდება

და ბოლოს - უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა.

ამიტომ - მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის” რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჭანტურიამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე