გრიგოლ გეგელია - ახლა ვართ გორში, ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა და რომელსაც არცერთი დღე არ უმუშავია - ჯერ დაიდგა ატრაქციონები, შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, ატრაქციონი დაჟანგდა, როგორც ეს „ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქალაქ გორში 5 წლის წინ დაიდგა ატრაქციონი, რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია.

როგორც გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ატრაქციონი ბავშვებს და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ახლა ვართ ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა და რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია. ეს ბაღი, ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან კარგ და მაგარ ქალაქში არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ანტისოციალურობის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი. ატრაქციონები, რომელიც დაჯდა 800 ათასი ლარი თქვენი ჯიბიდან, არცერთი დღის განმავლობაში არ ჩართულა. ჯერ დაიდგა ატრაქციონები და შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, რომელმაც 3 წელი გასტანა და 12 მილიონი ლარი დაუჯდა თითოეულ ჩვენგანს. ამასობაში ყველას დაავიწყდა ატრაქციონებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც დაჟანგდა, ისევე როგორც ეს „ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას. ეს ატრაქციონები ჩვენს ბავშვებს და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ის, რაც 5 წლის წინ 800 ათას ლარად დაიდგა, არის პოტენციურად სიკვდილის მახე“,-განაცხადა გეგელიამ.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ დადგა დრო, ბოლომდე იბრძოლონ და დაიბრუნონ არა მხოლოდ გორი, არამედ სხვადასხვა ქალაქი.

„რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს ამ ქვეყანაში, რამდენი ბავშვი უნდა დავკარგოთ სწორედ პარკებში, ორმოების გამო, არასწორი ელექტრობის გამო? რას უნდა დაველოდოთ მანამ, სანამ ფუნდამენტურად შევცვლით ჩვენს ქვეყანას, რომლის გარემო არ არის დაცული, რომლის შენობები არის ავარიული, ეკოლოგია არის უმძიმეს მდგომარეობაში, სადაც არის ნარკოპანდემია, ტოტალური დაუცველობა მოქალაქეების, სადაც არავის გააჩნია სიმშვიდე, უსაფრთხოება და მომავლის რაიმე პერსპექტივა“, - განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის