შალვა პაპუაშვილი - როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა

სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებას სასამართლოს მიერ! როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.

პაპუაშვილი წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას.

„ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მათ შორის, ყველა იმ საქმეზე (რუსთავი 2, გვარამია, მელია, სააკაშვილი და ა.შ.), რომლებიც, ამ განცხადების მსგავსი ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტი იყო.

ყველაფერთან ერთად, ეს განცხადება არის აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა, რაც, თავის მხრივ, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას.

შეგახსენებთ, რომ, დღემდე, არცერთი მონაწილე საელჩოსგან არ მოგვისმენია ბოდიში იმ ცილისმწამებლურ დემარშზე, რომლითაც, სააკაშვილის ვითომ მომაკვდავი მდგომარეობის გამო, მის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რეალურად კი, მის გათავისუფლებას, ითხოვდნენ. ის, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ეს დემარში, ქართული მმართველობის და მართლმსაჯულების მიმართ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური იყო, დემარშიდან ორ თვეში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა”, - წერს შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერია, რომ “გერმანია სოლიდარობას უცხადებს მამაც პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა იმ მრავალი ქართველი საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს ან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო”.

პოსტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - “კონსტიტუციის 78-ე მუხლი • Article 78 of Constitution” წარმომადგენლებს შეხვდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია