მიხეილ ყაველაშვილი - თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული

თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუცია ქართველი ხალხისთვის ერთიანობისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა.

„ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი ერთიანობის, ურთიერთნდობის, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ფასეულობებს, უკეთესი მომავლის რწმენასა და სახელმწიფოს შენების სურვილს ეფუძნება! განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენი ერის ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა გარშემოც თითოეული ქართველია გაერთიანებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ გამოიწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავიაზროთ ის თითოეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული! ჩვენი ხალხის სურვილს, იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს - განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები, კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!