დონალდ ტრამპი - უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა, იცოდეთ, რომ აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკელი ხალხის სახელით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მამაც ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპი ხაზს უსვამს, რომ უაზრო მკვლელობების დასრულების დროა.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში