მედია - რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, პორტში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ბუნებრივი აირის მოპოვებით დაკავებული კომპანია „ნოვატეკის“ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად „დრონის ნამსხვრევები“ სახელდება, რომელიც დღეს დილით ჩამოცვივდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არავინ დაშავებულა და ხანძარს საწვავის ავზები არ დაუზიანებია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმციით, კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დრონი ჩამოაგდეს, რამაც ტრანსფორმატორი დააზიანა.

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში დრონებმა სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში 60-ზე მეტი რეისი გადაიდო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს