ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება, გუნდში ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს - ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს მხოლოდ ის აკონტროლებს

ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, - შესაბამისი განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კურპაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის წასვლას და პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

კუპრაძის აზრით, მმართველი გუნდი იშლება.

„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება. „ქართული ოცნების“ გუნდში ბიძინა ივანიშივლი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს, მათ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს და ახლა მათი ჩარეცხვა მიმდინარეობს. სუს-ის ხელმძღვანელი გადაიყვანეს მრჩევლის პოზიციაზე, უხელფასოდ, ყველანაირი პატივისცემის, კეთილსინდისიერების გარეშე - მოიქნიეს ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს, მოატაცებინეს ბაჩიაშვილი საემიროებიდან, შეასრულებინეს და ჩაატარებინეს უკანონო მრავალი სპეცოპერაცია საქართველოში, ამის შემდეგ ხუთ თვეში მოისროლა, მოიქნია ისე, რომ ალბათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ. ერთადერთი, გადაუგდეს რაღაცა კამფეტი, რაც გულისხმობდა, თითქოს მან მიიღო ეს გადაწყვეტილება [თანადებობის დატოვების]. რა თქმა უნდა მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე. ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ის ებრძვის სუს-ის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნავს კუპრაძე.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა