ირაკლი ზარქუა - ანრი მაგარი ბიჭია, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო - მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური, მნიშვნელოვანი კადრია

ანრი [ოხანაშვილი] მაგარი ბიჭია. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის წასვლას და პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენას.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი და მნიშვნელოვანი კადრია.

"ანრი მაგარი ბიჭია. მადლობა მას. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო. ... მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური, მნიშვნელოვანი კადრია. ორივე გუნდის ღირსეული წარმომადგენელია",-აღნიშნავს ზარქუა „ტვ პირველთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „მამუკა მდინარაძე დააწინაურეს თუ დააქვეითეს“, ზარქუამ აღნიშნა: შენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურო, დაკნინებაა?!“.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს