მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მამუკა ჩარკვიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მის მიერ დაწერილი მუსიკისა და აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.

მამუკა ჩარკვიანს დღეს პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის სხვა წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ "ლიგას" პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის "მწვანე რტოები" (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული, "აპრილი" და "დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს