კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას გადასცემს

უკრაინა სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) აღემატება, დრონებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მიიღებს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ კიევში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ თანხიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყენებული იქნება თქვენი იარაღის არსენალის გასაძლიერებლად დრონების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებით, რომელიც უკვე მომავალ თვეში ჩამოვა“, - აღნიშნა კარნიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, კანადა ათობით მილიონ დოლარს გამოყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, თავშესაფრებისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისა და კიბერთავდაცვისთვის.

კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საიმედო მოკავშირედ დარჩება როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ომისშემდგომ აღმშენებლობაში.

„პუტინის შეჩერება შესაძლებელია. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება. ის სულ უფრო იზოლირებული ხდება. ამასობაში, ჩვენი კავშირი უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და ერთიანი ხდება“, - აღნიშნა კარნიმ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ