თაზო დათუნაშვილი - მგონი, ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სუს-ი, მან ვერ მოახერხა სადავეების ხელში აღება - ეს გადაადგილებები ფუნდამენტურად არაფერს ცვლის

მგონი, ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მან ვერ მოახერხა სადავეების ხელში აღება - ეს გადაადგილებები ფუნდამენტურად არაფერს ცვლის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ს ანრი ოხანაშვილის პირობებშიც „ეფ ეს ბე“ მართავდა და მამუკა მდინარაძის პირობებში იგივე იქნება.

„ეს გადაადგილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად არაფერს ცვლის. „ეფ ეს ბეს“ ერთ-ერთ დანაყოფად ჩამოყალიბდა სუს-ი საქართველოში. ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი ტრაგედია. შესაბამისად, „ეფ ეს ბე“ მართავდა ანრი ოხანაშვილის პირობებში და „ეფ ეს ბე“ მართავს მამუკა მდინარაძის პირობებში. აქ განსხვავება არაფერში არ არის. რაც გამოვლინდა ზედაპირულად, რაც შეიძლება მარჩიელობის გარეშე ვთქვათ და არავის გაუკვირდება, ვინც საქართველოში პოლიტიკურ პროცესს თვალს ადევნებს, მგონი, ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აქ ვხედავ ამ პრობლემას. ოხანაშვილის ავტორიტეტი, პოლიტიკური დონე და წონა - მან ვერ მოახერხა ამ სადავეების ხელში აღება, რაც გასაკვირი არაა, ანრია ოხანაშვილი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს