სალომე სამადაშვილი - ველოდები, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება - სამწუხაროდ, არაფერი კარგი არ გველოდება!

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ელის, რომ სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე აქტიური მსჯელობა დაიწყება.

სამადაშვილი ასევე აცხადებს, რომ საშემოდგომოდ პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული დროით მუშაობის უფლების შესაძლებლობასაც გააუქმებენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროცესი პოლონეთში უკვე დაიწყო.

“სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის.

ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ.

სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება! ეს არის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს და ქვეყნისა და მოქალაქეების დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს