თინა ბოკუჩავა - მამუკა მდინარაძე, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც - სინამდვილეში, მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა

მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში – გამარჯვება ძალიან ახლოს არის და მას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა“.

მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა ზედმეტსახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც. სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარ როლს ითამაშებს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია