თინა ბოკუჩავა - მამუკა მდინარაძე, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც - სინამდვილეში, მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა

მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში – გამარჯვება ძალიან ახლოს არის და მას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა“.

„მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა ზედმეტსახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც. სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარ როლს ითამაშებს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე