კახა კალაძე - მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ის კურსი, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აქვს „ქართულ ოცნებას“, აუცილებლად გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს, ვაკის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესს, დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, სამომავლო გეგმებს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ წევრებს, როგორც პარტიული საქმიანობისთვის, ისე ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით მის ინტერესებს.

რასაკვირველია, საქართველოს სჭირდება პარტნიორები, მეგობრები, ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყნის სუვერენიტეტს, მაგრამ არა ბატონები და თავიანთი ინტერესების თავზე მომხვევები. რასაკვირველია, ყველას აქვს საკუთარი სტრატეგიული ინტერესი, ისევე როგორც ჩვენ და ზუსტად ვიცით, რა არის საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელი. ესაა გრძელვადიანი მშვიდობა, ჩვენი იდენტობის დაცვა და განვითარება. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ამაზე უნდა ვიზრუნოთ თავად და შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მყარი საფუძველი.

ის კურსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართულ ოცნებას" აქვს, გაგრძელდება. მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეს პოლიტიკა გაგრძელდება,"- აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრებზე.

პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებს თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს