გიგი წერეთელი - ყველა მომავალი აქცია უნდა იყოს კიდევ უფრო ფართო, მრავალრიცხოვანი, მასშტაბური, ხმამაღალი და აქტიური, რათა ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს და დემოკრატიული მომავლის პერსპექტივა არ დავკარგოთ

ყველა მომავალი აქცია უნდა იყოს კიდევ უფრო ფართო, მრავალრიცხოვანი, მასშტაბური, ხმამაღალი და აქტიური იმისთვის, რომ ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს და დემოკრატიული მომავლის პერსპექტივა არ დავკარგოთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა 8 ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქცია-მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

წერეთლის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ნებისმიერი მეთოდით შენარჩუნება სურს ისე, რომ არად დაგიდევს საქართველოს მომავალი ათწლეულები რუსეთთან ერთად იქნება თუ ევროპასთან“.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოების პროტესტი და სინერგია პარტიებსა და საზოგადოებას შორის.

“ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ სუსტდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, როგორ ვშორდებით დასავლეთს. საქართველო ძალიან ბევრ შესაძლებლობას მხარს ვერ უბამს. ძალიან ბევრ პერსპექტივას ვკარგავთ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. ასევე ხდება მთელი კონსოლიდაცია უკრაინის ირგვლივ.

იმ პოლიტიკით, რაც დე ფაქტო ხელისუფლებას გააჩნია, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია შორეულ პერსპექტივაში რჩება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

13 სექტემბერს, 8 ოპოზიციური პარტია, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტისკენ მსვლელობის გამართვას გეგმავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს