პაატა მანჯგალაძე - თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს უზიარებდა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს

თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს უზიარებდა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯლააძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ოხანაშვილის გადადგომას და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას შიდა დაპირისპირებით ხსნის.

“ქართულ ოცნებაში“ შიდა ბრძოლა მიდის. ეს არის ჩამოშლის წინა პერიოდი. თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილის ერთად უზიარებდა, ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს.

ეს შიდა ბრძოლა საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ კობახიძე პრემიერ-მინისტრი არ იქნება, მაგრამ ჩვენ პროცესს უფრო დავაჩქარებთ და რეჟიმს უფრო ადრე ჩამოვაშორებთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებითვე, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს