დონალდ ტრამპი - ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, ჩვენც ჩართული ვიქნებით - ვფიქრობდი, რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა

ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ არ იცით, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი, რადგან კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ არ გვისაუბრია. ევროპა მათ მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მაგრამ ჩვენც ჩართულები ვიქნებით, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა მათ დავეხმაროთ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ჩვენ დავეხმარებით, რადგან ადამიანების სიკვდილის ნახვა აღარ მინდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ფიქრობდა, რომ „რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი იქნებოდა“.

„მაგრამ, ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ მას დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს