გიორგი შარაშიძე - გუნდი, რომელსაც წარმოგიდგენთ, მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე, სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე

გუნდი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე. სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსა" და "ძლიერი საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ თბილისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, „დღეს ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ცვლილებები და ცვლილებები დღეს თბილისიდან იწყება“.

„აქ და ახლა საფუძველი ეყრება ნამდვილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის მმართველობას, როდესაც ორი კონკურენტი პოლიტიკური ძალა თანხმდება ერთობლივ მოქმედებაზე ბრძოლის გეგმაზე „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიევროპული, მოძალადე, კორუფციაში ჩაფლული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩემო ძვირფასო თბილისელებო, არჩევანი დღეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ერთ მხარეს არის კორუფციაში ჩაფლული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი მოძალადე რეჟიმი, ვისთვისაც მთავარი მოტივაცია ამ ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა არ არის, ერთადერთი მოტივაციაა დარჩენილი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ მოპარული ფული, კიდევ უფრო მეტი მოიპარონ და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ქართველი ხალხისგან მოპარული ძალაუფლება. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ყველაფერში ისინი ყველაზე ღირებულს, რაც გაგვაჩნია, საკუთარ სამშობლოს ცვლიან. მეორე მხარეს არის ჩვენი ორი პოლიტიკური ძალის: კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ სრულიად ახალი, სუფთა წარსულის მქონე, კეთილსინდისიერი, ღირსეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე. სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე