ავსტრალია ირანს ანტისემიტური თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან ირანის ელჩს აძევებს

ავსტრალია ირანს ანტისემიტური თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან ირანის ელჩს აძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრზე, ენტონი ალბანეზეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის დაზვერვის სამსახურს სარწმუნო ინფორმაცია აქვს, რომ გასულ წელს, ქალაქ სიდნეისა და მელბურნში მდებარე ებრაულ რესტორანსა და სინაგოგაზე ირანის დაკვეთით, სულ მცირე, ორი ანტისემიტური თავდასხმა განხორციელდა.

„ეს ავსტრალიის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებული სახიფათო აგრესიის აქტები იყო. მათი მიზანი სოციალური ერთობისთვის ძირის გამოთხრა და საზოგადოებაში განხეთქილების დათესვა იყო“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ცნობით, ირანის ელჩმა აჰმად სადეღიმ და კიდევ სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა ავსტრალია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ცნობისთვის, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიის მიერ ელჩის გაძევების პირველ შემთხვევას წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება