ლევან სანიკიძე „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე - როცა ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანთან გამოცხადებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა კომბინაციას შესთავაზებენ ისინი ამომრჩეველს

პრინციპებზე როდესაც ვსაუბრობთ, 26 ოქტომბერს დაწყებული ბრძოლა მათ შუა გზაში არ უნდა მიეტოვებინათ და იმ თანმიმდევრულ პოზიციას უნდა გაჰყოლოდნენ, რაც 27 ოქტომბერს, დილიდან გვქონდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ იმ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი კომპრომისზე წავიდნენ, თუმცა უკომპრომისო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა.

„დარწმუნებული ვარ, ახლა წარმატების გზა ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერებისთვის და პროდასავლური ამომრჩევლისთვის, ვიდრე უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება. ისინი კომპრომისზე წავიდნენ. უკომპრომისო ბრძოლაში დარჩნენ პარტიები, გამოკვეთილად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ამ ბრძოლაში, რაც გულისხმობს პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმას, საარჩევნო ნომრის დაკარგვას, საკრებულოში ასობით მანდატზე უარის თქმას“, - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება „ლელო ძლიერი საქართველოს“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ დასახელებულ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ლევან სანიკიძის განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა კომბინაციას შესთავაზებენ ისინი ოპოზიციურ ამომრჩეველს, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევნებს არ აღიარებს.

„დღეს მგონია, რომ ნაკლებად რელევანტურია ეს ამბავი იმიტომ, რომ როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანთან გამოცხადებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა კომბინაციას შესთავაზებენ ისინი ოპოზიციურ ამომრჩეველს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ჩამოყალიბებულია, განსაკუთრებით ოპოზიციური, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, არამედ ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია“, - განაცხადა სანიკიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა