ანდრეი სიბიგა - მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს სამუდამოდ ვერ მოითრევს - თუ რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებს, ამას შედეგები მოჰყვება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან სატელეფონო საუბრის დროს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია დაადასტურა.

„ჩვენი საუბარი ჩვენი ლიდერების ადრინდელ კონტაქტებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმატებულ ვიზიტს ვაშინგტონში და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების მუშაობას ეფუძნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორე უკრაინის პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, იურიდიულად სავალდებულო და ეფექტური. ისინი უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი, სამხედრო, დიპლომატიური, იურიდიული და სხვა დონეების ჩათვლით. ყველანი ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ უკრაინის არმია ნებისმიერი ასეთი გარანტიის ფუნდამენტური დონეა, ამიტომ მისი მაქსიმალური გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ შემდეგი ნაბიჯები გადადგას.

„ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში და გეოგრაფიულ არეალში. მზად ვართ, ბოლო მოვუღოთ მკვლელობებს და შანსი მივცეთ დიპლომატიას. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს სამუდამოდ ვერ მოითრევს. თუ რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ამას შედეგები მოჰყვება: სანქციების მკვეთრი გაზრდა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის