გურამ მაჭარაშვილი - თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ სურს, საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეცვალოს - 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია სწორედ ამას მოასწავებს

თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ სურს, საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეცვალოს - 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია სწორედ ამას მოასწავებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „დაანონსებულ აქციებში ის ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ არჩევნებში მონაწილეობს“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „უცხოური ძალები პროცესებში ღიად არიან ჩართული და რევოლუციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის შესახებ ტრენინგებს აფინანსებენ“.

„კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე "გლობალური ომის პარტია" ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის. უკვე თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. აფინანსებენ ტრენინგებს, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ერთ-ერთია მათ შორის, 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც, რომელიც სწორედ ამას მოასწავებს - ამის მერე რაც ექნებათ, ზუსტად ეს არის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს