გიგა ლემონჯავა - საქართველოს უკან დახევა, რეგრესი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი რუსული რეჟიმის ბრალი

საქართველო კარგავს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენს წინაშეა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება იქნება.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის ბრალი. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის დამსახურებაზე დაფუძნებული სპეციალური პრივილეგია საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საკვანძო სფეროებში, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გამო. სამწუხაროდ, დღეს საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. საქართველოში გაუარესდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. ეს უკან დახევა, ეს რეგრესი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის ბრალი და არავის სხვისი“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს