კახა კალაძე „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე - როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად? უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს

როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელება.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პარტიების გაერთიანება იმ დავალების ნაწილია, რასაც გარედან იღებენ და რის არშესრულებასაც ვერ გაბედავენ.

„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ? უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გაბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში