მაია ბითაძე - ღრმად მრწამს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიაში ძალიან ნანობენ, რომ პარლამენტში მანდატები არ გამოიყენეს - ეს ადამიანები ახლა „სახლობანას“ თამაშობენ

ეს ადამიანები “სახლობანას” თამაშობენ,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა”.

“ღრმად მრწამს, ისინი ძალიან ნანობენ, რომ საქართველოს პარლამენტში არ გამოიყენეს ის მანდატები, რომელიც ამომრჩეველმა მათ მიანიჭა, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. პრაქტიკულად, ვხედავთ, რომ 2-3 თვეში ერთხელ ცვლიან მიდგომებს, ახლა თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით გარკვეულ პროგრესს მიიღებენ, თუნდაც ამომრჩეველთან მიმართებით. ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა, რომლებიც გარდა იმისა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ „აბულინგებდნენ“ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, ახლა მათი ერთი ფლანგი აპირებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და საკრებულოებში წარმოდგენილი იყვნენ, ხოლო მეორე ნაწილი გაურკვეველია, რა აქციებს აანონსებს. საქართველოს მოსახლეობა უკვე ვეღარ არჩევს, ვინ ერთიანდება, ვინ იშლება, ვინ ვის ლანძღავს, ვინ აპირებს საკრებულოში შესვლას და ვის გული წყდება პარლამენტში არშესვლაზე. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკოსი, რომლებიც ამ ვითომ ე.წ. პარტიების რიგებში იყვნენ, დღეს საერთოდ აღარ იძებნებიან. ყველაფერი კარგად არის! ეს ადამიანები კვლავ მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ბითაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე