ნიკა კაცია - საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში? - ვიდეო არ არსებობს, რომ გადაეღოთ, თავს ამხელდნენ, მაბულინგებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, „ქათამს“ მეძახდნენ

რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი? მთავარი კითხვა ესაა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში? , - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ბრალდებულმა გარკვეულ გარემოებებზე ისაუბრა.

"პირველად ცხოვრებაში, რაც არ მღირსებია, ის ცნობადობა მაქვს. ვიღაც ამაზე ინერვიულებდა, მაგრამ მთავარი ფუძე-კითხვა მაქვს, საიდან გაჩნდა საქმეში ნარკოტიკი. მარტო იმიტომ ტატუები აქვს, კლუბი და მუსიკა უყვარს, შემარჩიეს, ეს ხაზი აქვთ...

ის სტრესი, შიში, დამცირება, ხომ მე მაქვს გავლილი, აღარ ვსაუბრობ, მათ ეს ვინ დაავალა, ვინ გააკეთებინა.... ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია.

ფიზიკურად, სიმართლე ერთია.

ადვოკატი მგონია, რომ მე კი არ მიცავს, ის იცავს სიმართლეს, სიმართლის დაკარგვა ყველასთვის ცუდია.

ფიცის შემდეგ, [პოლიციელები]იტყუებიან, პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ. არც ერთ კითხვაზე, როგორ სცადეთ ვიდეოგადღება, პასუხი არ მიმიღია.

ვიდეო, რომ გადაეღოთ, თავისსავე თავსვე ამხელდნენ გინებებით, "ჩადებით". ვიდეო არ არსებობს, რადგან არ დამჭირდებოდა თქმა, რომ მაბულინგებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, "ქათამს" მეძახდნენ, რომ დანარჩენ "ქათმებთან" ერთად, როგორ ვიბრძოდი ქვეყნის გადარჩენისთვის.

რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი?

ეს არ არის მედლის ორი მხარე, ეს არის ერთადერთი სიმართლე. მე არ ვიცი პროკურორი რატომ აწერს ამას ხელს და რატომ აკეთებს",- განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ