გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაგა, წვერი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კავთა, ხრამჰესი, განთიადი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, მეგობრობის, ცურტაველის, გოგი დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ოქტომბრის, ვაგზლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვანათი, ფოლადაური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე