გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, მისი ქმედებები განისჯება ცივილიზებულ მსოფლიოში

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.

გეგელიას თქმით, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბრიუსელის მინიმალური პირობებიც კი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი გაიგზავნოს.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმალური პირობებიც კი, რომელიც ევროპულმა კავშირმა დააწესა, შესრულდეს. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან მისი ქმედებები განისჯება ცივილიზებულ მსოფლიოში. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თუნდაც მინიმუმი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი იყოს გაგზავნილი.

პირიქით, ვხედავთ სულ უფრო და უფრო მეტ პოლიტპატიმარს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. ვხედავთ რომ ახალი არჩევნები არ არის დანიშნული, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს, არ არის უკან გაწვეული. პრაქტიკულად არაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს