გიორგი შარაშიძე - „ოცნების“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იმდენად ახლოს მიგვიყვანა ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხესთან, რომ მეორეხარისხოვანია, რას ამბობდნენ ჩვენზე „ლელოს“ ლიდერები წარსულში

ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იმდენად ახლოს მიგვიყვანა ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის მონაპოვარის – ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხესთან, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მეორეხარისხოვანია, რას ამბობდნენ ჩვენზე"ლელოს" ლიდერები წარსულში, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსა" და "ძლიერი საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

შარაშიძის თქმით,"გახარია საქართველოსთვის" და "ლელო" აგრძელებენ წარმატებულ თანამშრომლობას და ორივე გუნდი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა "თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების დაბრუნებაზე, სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე!".

"მინდა გამოვეხმაურო ჩვენსა და ლელოს შორის დაწყებული თანამშრომლობის პასუხად ოცნების მიერ აგორებულ პროპაგანდას!

დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იმდენად ახლოს მიგვიყვანა ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის მონაპოვარის – ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხესთან, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მეორეხარისხოვანია, რას ამბობდნენ ჩვენზე ლელოს ლიდერები წარსულში.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას, შევთანხმდით თბილისის მერის, ვიცე მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე, ასევე თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარ დეპუტატზე.

არჩევანი ნათელია – ერთ მხარეს არის ოცნების კორუფციაში ჩაფლული, ანტიდემოკრატიული, მოძალადე რეჟიმი, ვისთვისაც მთავარი მოტივაცია არა ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა, არამედ მოპარული ფულის შენარჩუნება და მიტაცებული ძალაუფლების გახანგრძლივებაა და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ორი პროევროპული პოლიტიკური ძალა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ – ღირსეული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდი, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების დაბრუნებაზე, სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე!", - წერს შარაშიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე