გიორგი ბარამიძე - გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო დიდი სანქციები, მათ შორის სავიზო, დაედოს ივანიშვილს და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე უნდა გავრცელდეს.

ბარამიძის თქმით, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, რადისლავ სიკორსკისთან შეხვედრისას.

მისი განცხადებით, პარტიის მიზანია „პოლიტპატიმრების, პირველ ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონისა და მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისაგან“.

“ჩვენი საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს მეგობართან რადისლავ სიკორსკისთან ეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თემას. აქტუალური არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი ვიზების გაუქმების საკითხი, ყველამ ვიცით ეს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება დიდი სანქციები, მათ შორის სავიზო, დაედოს ივანიშვილს და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას რაც შეიძლება ფართოდ და ეს იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული სანქციები, მათ შორის სავიზო მოღალატეთა რეჟიმზე და შენარჩუნება უვიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია ჩვენი სურვილი და მისწრაფება არის, ჩვენი მეგობრები დაგვეხმარონ საქართველოში პოლიტპატიმრების, პირველ ყოვლისა ჩვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ამ ბრძოლაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონისა და მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისაგან. ამ საქმეში, ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლონეთში არიან საქართველოს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს