ირაკლი კუპრაძე - კახა კალაძეს ეშინია საქართველოს მოქალაქეების, ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის - თუ არ ეშინია, დამიჯდეს დებატებზე

მას [კახა კალაძეს] ეშინია საქართველოს მოქალაქეების, ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის, თუ კალაძეს არ ეშინია წინააღმდეგობის და არ ეშინია დებატების, დამიჯდეს დებატებზე,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოსა” და „გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომელიც ვიცე მერობის კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, ნაძალადევის ქუჩებში, მოსახლეობას ხვდებოდა და მათ მოსაზრებებს ისმენდა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კახა კალაძე ქალაქს ანადგურებს.

„კალაძე როგორც ცხოვრობს და როგორც მოქმედებს, ყველა სამწუხაროდ, ასეთი გონია. კახა კალაძე მოქმედებს მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით. მას არასდროს ჰქონია საკუთარი აზრი, მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ის ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ის რუსი კონსულტანტების მიერ დაწერილი ტექსტებით საუბრობს და ეს ჩვენთვის იუმორისტული ჟანრია. მას ეშინია საქართველოს მოქალაქეების, მას ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის, თუ კალაძეს არ ეშინია წინააღმდეგობის და არ ეშინია დებატების, დამიჯდეს დებატებზე. დამიჯდეს კახა კალაძე დებატებში თბილისზე სასაუბროდ, რომელიც მან ჩაძირა კორუფციაში, ქალაქს შეუქმნა უამრავი პრობლემა. 10 ათასი ავარიული სახლი, რომლის პრობლემის მოგვარებასაც არ აპირებს იმიტომ რომ არ გაითვალისწინა თბილისის ბიუჯეტში. კალაძე ამ ქალაქს ანადგურებს, შენდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ინგრევა თბილისი“,-აღნიშნა კუპრაძემ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხო გარემო თბილისის ყველა უბანში, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები და 200 000 სამუშაო ადგილი - ეს არის ის სამი პრიორიტეტი, რომელზეც „ძლიერი საქართველო - ლელოს" გუნდს ექნება სწორება მომავალ სამოქმედო გეგმაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი