ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ლევან ჩაკვეტაძე აღნიშნავს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

„პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებაში. გულწრფელ მადლობას ვუხდი მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მომეცა ამ მეტად საპასუხისმგებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

გუნდსა და სამინისტროს ვუსურვებ წარმატებას რეფორმის გაგრძელებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანამ მიაღწიოს მთავარ მიზანს – ნარკოდამოკიდებულ პირებს მიეწოდოს ხარისხიანი, რეალურ შედეგზე ორიენტირებული სერვისები,“ – აღნიშნა ლევან ჩაკვეტაძემ, რომლის კომენტარსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები, სერვისს ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო აწვდის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი