ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძე 9 წუთში გვყავდა საოპერაციო მაგიდაზე - კლინიკის ექიმს პირადად დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი - ქირურგებს ხელთათმანები უკვე ეკეთათ, ექიმს ფეხსაცმელიც არ ეცვა, „ნასკებით“ იყო

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ჩემი მეგობარია. დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი. ქირურგებს ხელთათმანები ეკეთათ უკვე, ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, ფეხსაცმელი არ ეცვა, „ნასკებით“ იყო. 9 წუთში გვყავდა [თორნიკე რიჟვაძე] საოპერაციო მაგიდაზე, - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას თორნიკე რიჟვაძემ ტელეფონზე თავად დაურეკა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რის შემდეგაც მასთან ოთახში შევიდა და ის დაჭრილ მდგომარეობაში დახვდა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მას რიჟვაძემ გასროლამდე დაურეკა.

„სახლიდან „112“-ში ორჯერ დავრეკე, ოპერატორი დაკავებულია, დაელოდეთო. როგორ დაველოდებოდი? მერე ვიფიქრე, მარტო დამეძრა [თორნიკე], მაგრამ ეს მოწყვეტილი კაცი რა ყოფილა.

300 გრამიც რომ დამატებოდა [სისხლის დაკარგვა]... ნეტა მაისური ცმოდა, შედიხარ, თეთრ კანზე ამხელა სისხლის ლაქა....

ჩემი აზრით, როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო, ნასროლზე ვერ დარეკავდა, როგორც მითხრეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს