ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე - მამუკა მდინარაძეს დღემდე არ შევხვედრილვარ, თვალით არ მყავს ნანახი - შესაბამისად, ჩემს სახლში არც ყოფილა!

ბატონ მამუკას [მდინარაძეს] დღემდე არ შევხვედრილვარ, საერთოდ თვალით არა მყავს ნანახი - შესაბამისად არც ყოფილა! - ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა კითხვას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თუ არა მამუკა მდინარაძე.

ახვლედიანმა ასევე ცალსახად გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა. ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია.

„მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი.

რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!

თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა - ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია!

ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!“, - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრად საგარეჯოში, მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული, მალულად აიღო და მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში. მარტო დარჩენილმა კი, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს