ნიკა გვარამია - „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ - ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს! დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, "ანტიქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად "სახელმწიფო გადატრიალების საქმე", - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, 13 სექტემბერს აქციის დაანონსებას "ანტიქართულმა ოცნებამ" სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა.

„მეგობრებო, "ანტიქართული ოცნება" გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ "ან ყველაფერი, ან არაფერი"!

როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.

13 სექტემბერს აქციის დაანონსებას "ანტიქართულმა ოცნებამ" სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესე იგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!

ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს! დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, "ანტიქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად "სახელმწიფო გადატრიალების საქმე". რასაც იქიდან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს ნიკა გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის