დონალდ ტრამპი - ჯორჯ სოროსსა და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ - არ დავუშვებ შეშლილებმა ამერიკა გაანადგურონ

ჯორჯ სოროსს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ჯორჯ სოროსსა და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის და ბევრი სხვა რამის გამო რიკოს კანონის საფუძველზე ბრალი უნდა წაუყენონ“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „არ დაუშვებს, რომ შეშლილებმა ამერიკა გაანადგურონ და მათ „სუნთქვისა“ და თავისუფლების შანსი მიეცეთ“.

„სოროსმა და მისმა ფსიქოპათების დაჯგუფებამ ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა