სალომე ზურაბიშვილი - ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე - შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას რუსეთს ჩავაბარებთ

ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ბრალდებები, რაც წაყენებულია, აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციბის აქტივების დაყადაღებას „აბსურდულ ბრალდებად“ და „რეპრესიული რეჟიმის ფორმად“ აფასებს.

„არ შეიძლება ყველას არ გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ის ბრალდებები რაც წაყენებულია აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.

ვხედავთ არასამთავრობოებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. მძიმე ბრალდებები, სრულიად უსაფუძვლო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ. არ მგონია, რომ საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. მჯერა, რომ საქართველო არასდროს ჩაბარდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან მიმართა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.

„არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა? და სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად