საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის წევრებსა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის მნიშვნელობასა და ევროპის საბჭოს ქვეყნების მიერ კონვენციის რატიფიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და რუმინეთის იურიდიული პროფესიების სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს