რასა იუკნევიჩიენე - „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს - არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს

“ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს აძლიერებს, ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს აძლიერებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა თაღლითურ “საბოტაჟის” გამოძიებაზე დაყრდნობით, დემონსტრანტებისთვის საბაზისო დაცვითი აღჭურვილობის მიცემისთვის. ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს",- წერს იუკნევიჩიენე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა