მედია - უნგრეთმა გაასაჩივრა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას ეხება

უნგრეთის მთავრობამ ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა ბრიუსელის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას ეხება, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გამოცემა Portfolio-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის მშვიდობის ფონდის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ განსახილველად 25 აგვისტოს მიიღო და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

სარჩელი ეხება ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ევროპის მშვიდობის ფონდში გადაერიცხა, საიდანაც ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების ხარჯებისთვის კომპენსაციას იღებენ.

უნგრეთი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კენჭისყრის პროცედურების გვერდის ავლით მიიღეს და ბუდაპეშტის ვეტო უგულებელყვეს იმ მოტივით, რომ უნგრეთი „კონტრიბუტორი წევრი სახელმწიფო“ არ არის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე