არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები - არასამთავრობო ორგანიზაციების  წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა, - ამის შესახებ ნათქვამია ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში.

53 ორგანიზაცია ხელს აწერს და აქვეყნებს განცხადებას, სადაც ”სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), ”დემოკრატიის მცველებს“, ”საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), ”საფარს“ და “სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

“ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: - პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP); სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სამოქალაქო იდეა; მედიის განვითარების ფონდი (MDF); ევროპის ფონდი; საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს მომავლის აკადემია; უფლებები საქართველო; მედიაომბუდსმენი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); თბილისი პრაიდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი); ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli; სტუდია მონიტორი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ბათუმელები/ნეტგაზეთი; მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე; ინდიგო; “აი,ფაქტი”; გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო; მედია აპრილი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; რადიო “მარნეული”; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; შშმ ქალთა ალიანსი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი; შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD); მედიაკლუბი; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ღია სივრცე კავკასია; ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის; ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); მწვანე ალტერნატივა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატ მესხთა კავშირი; ტოლერანტი; ახალციხის ახალგაზრული ცენტრი; მედია ცენტრი კახეთი; სათემო განვითარების ცენტრი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები