ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო (მუჯირი) აღავლენს.

როგორც სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა გიორგი სამანაშვილმა აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ დღევანდელ დღეს უკავია.

„მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას ავედრებს განსაკუთრებით დედაღვთისმშობელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული, აღევლინება დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ღმერთმა დედაღვთისმშობლის მეოხებით ჩვენი ქვეყანა დაიცვას და დაიფაროს“, -აღნიშნა დეკანოზმა.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს-მარიამობას აღნიშნავს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება