უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 589 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 598 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და Х-101-ის ტიპის 20 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში