დიმიტრი პესკოვი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია

სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთი ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. ისინი სამხედრო და სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმებს განაგრძობენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „დარტყმები წარმატებულია, სამიზნეები ნადგურდება და სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“.

„ამავე დროს, რუსეთი კვლავ დაინტერესებულია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით, რათა დასახული მიზნების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მიღწევა მოხდეს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე